პოლიტიკა
სომხეთის ყოფნა-არყოფნა საქართველოს ევროპულ გზაზე დაბრუნებაზეა დამოკიდებული. სააკაშვილის სომხური მიმართვა სომეხ ამომრჩეველს

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში სომეხ ამომრჩეველს მიმართა.
მან დაწერა: „ჩემო ძვირფასო სომეხო თანამემამულენო, ჩვენი საერთო სამშობლოს, საქართველოს ბედი წყდება. ნუ შეგეშინდებათ წარმავალი ხელისუფლების, 26 ოქტომბერს წადით არჩევნებზე და გააფერადეთ ოპოზიცია – ნომერი 5.
იცოდეთ, რომ ჩვენი მეზობელი სომხეთის არსებობა დამოკიდებულია საქართველოს ევროპულ გზაზე დაბრუნებაზე, ასევე კავკასიაში მშვიდობის ბედზე.
თქვენს პატრიოტიზმსა და სიბრძნეს ვეყრდნობი.
თქვენი მიხეილ სააკაშვილი“.
აღსანიშნავია, რომ საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 26 ოქტომბერს გაიმართება.
აღსანიშნავია, რომ მანამდე საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ „თუ საქართველო ევროპულ გზას არ დაუბრუნდება, ეს ტრაგედია იქნება სომხეთისთვისაც“.








