„კოალიცია ცვლილებებისთვის“ მანდატებზე უარს ამბობს

Netgazeti.ge წერს, რომ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებს.
ამის შესახებ კოალიციის ბრიფინგზე განაცხადეს.
„ჩვენ საკუთარ საპარლამენტო მანდატებზე ვამბობთ უარს“, — განაცხადა მალაშხიამ და წაიკითხა 20-კაციანი სია, რომელიც, მისი თქმით, უერთდება განცხადებას.
როგორც კოალიციის ლიდერმა ნიკა გვარამიამ განმართა, განცხადება პირველი ოცეულის სახელით გაკეთდა, რადგან ცესკოს შედეგებით, კოალიციას პარლამენტში 20 ადგილი ერგება. გვარამია ირწმუნება, რომ სიაში არც ოცეულის შემდეგ არ არის ადამიანი, ვინც განსხვავებულ გადაწყვეტილებას მიიღებს და საჭიროების შემთხვევაში, სიაც ჩაიხსნება.
26 ოქტომბერს ჩატარებულ არჩევნებში მონაწილეთა ხმების 99%-ზე მეტი უკვე დათვლილია. ცესკო-ს ბოლო მონაცემებით, მმართველ პარტიას 54%-ზე მეტი აქვს. “ოცნების” გარდა, 5%-იანი ბარიერი გადალახა კიდევ ოთხმა პარტიამ/კოალიციამ: “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” არჩევნების წინასწარ შედეგებს არ აღირებენ. “ძლიერ საქართველოში” ამბობენ, რომ ცესკო-ს მონაცემები აცდენილია ხალხის ნებას. “გახარია – საქართველოსთვის” საუბრობს საარჩევნო დარღვევებზე – პარტიაში ამბობენ, რომ შესაბამის მტკიცებულებებს საერთაშორისო დამკვირვებლებს მიაწოდებენ. თუმცა, საბოლოო პოზიციას საბოლოო შედეგების გამოცხადების შემდეგ დააფიქსირებენ.







