
სომხეთმა მიიღო მოწვევა ბაქოდან COP29 კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად, ის სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სახელით იქნა მიღებული.
როგორც “არმენპრესი” იუწყება, ამის შესახებ Factor.am-თან საუბარში სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ პარუირ ჰოვჰანნისიანმა განაცხადა.
მისი თქმით, ამჟამად მთავრობა განიხილავს სომხეთის COP29 კონფერენციაში მონაწილეობის საკითხს. „ეს საკითხი განიხილება რამდენიმე ასპექტში, როგორც მშვიდობის დამყარების, ჰუმანიტარული საკითხების გადაჭრის, ასევე ღონისძიების დღის წესრიგიდან გამომდინარე. თქვენ იცით, რომ ეს არის ყველაზე პრესტიჟული საერთაშორისო ღონისძიება, რომელიც მიზნად ისახავს კლიმატის ცვლილებას. ყველა იმ გარემოების გათვალისწინებით, რაც მე აღვნიშნე, უახლოეს მომავალში მივიღებთ გადაწყვეტილებას, თუ რა დონეზე იქნება სომხეთი წარმოდგენილი“, – განაცხადა ჰოვჰანნისიანმა. კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა არარატ მირზოიანის მონაწილეობა COP29-ში, პარუირ ჰოვჰანნისიანმა თქვა, რომ ისინი არც ერთ ვარიანტს არ გამორიცხავენ. მისი თქმით, ყველაფერი მომავალ კვირებში განვითარებულ მოვლენებზეა დამოკიდებული.







