მთავარიპოლიტიკა

დემარკაციის შედეგად სომხეთის ოკუპირებული ტერიტორიები აღდგება

ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის დირექტორის, არმენ აბაზიანის განცხადებით, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დემარკაციის პროცესის შედეგად, აზერბაიჯანი ჯარებს სომხეთის ოკუპირებული ტერიტორიებიდან გაიყვანს.  ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან ბრიფინგზე განაცხადა, უპასუხა რა კითხვას, თუ რას აკეთებს ეროვნული უსაფრთხოების სამსახური აზერბაიჯანის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების მიმართულებით.

ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის დირექტორმა აღნიშნა, რომ საზღვრის დემარკაციის პროცესი ამჟამად მიმდინარეობს.  რამდენიმე  ხნის წინ, საზღვრის დემარკაციის კომისიების დებულება რატიფიცირებული იქნა სომხეთის ეროვნული  ასამბლეის, ხოლო  აზერბაიჯანში  პრეზიდენტის მიერ. ეს პროცესი, ვფიქრობ, უწყვეტი იქნება“, – განაცხადა აბაზიანმა.

კითხვაზე, აღდგება თუ არა აზერბაიჯანის მიერ ოკუპირებული სომხეთის ტერიტორიები დემარკაციის პროცესის შედეგად, აბაზიანმა უპასუხა:  „ჩემი აზრით, კი“.

ნახეთ მეტი
Back to top button