საერთაშორისო
მედვედევი: ზურაბიშვილმა კონსტიტუცია დაარღვია, ამას, როგორც წესი, დაპატიმრება მოჰყვება

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე და ყოფილი პრეზიდენტი, დიმიტრი მედვედევი ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილის ქმედებებს, როგორც წესი, დაპატიმრება მოჰყვება.
„მედვედევმა განაცხადა, რომ საქართველის მარიონეტმა პრეზიდენტმა უარი თქვა არჩევნების აღიარებაზე და კონსტიტუციის წინააღმდეგ წავიდა, რასაც, როგორც წესი, თანამდებობიდან ჩამოშორება და დაპატიმრება მოჰყვება“, – წერს „ნეტგაზეთი“ რუსულ „რია ნოვოსტზე“ დაყრდნობით.







