2025 წელს სომხეთში ეკონომიკური ზრდა 5,6 პროცენტი იქნება

დაგეგმილია, რომ სომხეთის ეკონომიკური ზრდა 2025 წელს 5,6 პროცენტი იქნება. ამის შესახებ 28 ოქტომბერს, პარლამენტში 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვისას, მუდმივმოქმედი საპარლამენტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრმა ვაჰე ჰოვანნისიანმა განაცხადა.
„ჩვენ ვვარაუდობთ, რომ 2025 წელს ეკონომიკური ზრდა იქნება 5,6 პროცენტი. დეფლატორი 3,5%-ით გაიზრდება, მშპ-ს ნომინალური ოდენობა კი 11 ტრილიონ 50 მილიარდი დრამი გახდება (30 249 691 000,00 $) “, – განაცხადა მინისტრმა.
მინისტრმა ასევე თქვა, რომ 2026-2027 წლებში მოსალოდნელია საშუალო ეკონომიკური ზრდა 5,5 პროცენტით.
„ასეთი გაზრდის შემთხვევაში მთავრობა 2021-2026 წლეებში ითვალისწინებს თავისი გეგმის განხორციელებას და საშუალოდ 7 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფას“, – განაცხადა მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენელმა.
თუმცა, მან აღნიშნა, რომ მათი მიზნები არ შეცვლილა და მთავრობა შეეცდება 2025 წელს 7 პროცენტიანი ზრდა უზრუნველყოს. რეფორმების დაჩქარების მიზნით დამატებითი სამუშაოები ტარდება.







