საერთაშორისო
ამ დრომდე უცნობია, მიაწვდის თუ არა ზურაბიშვილი, მისივე მტკიცებით, თავის ხელთ არსებულ გაყალბების მტკიცებულებებს საგამოძიებო უწყებას

ამ დრომდე არაა ცნობილი, მიაწვდის თუ არა საქართველოს პრეზიდენტი, მისივე მტკიცებით, თავის ხელთ არსებულ გაყალბების მტკიცებულებებს საგამოძიებო უწყებას.
როგორც ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, საქართველოს პროკურატურამ არჩევნების სავარაუდო გაყალბების საქმეზე გამოძიება დაიწყო და სალომე ზურაბიშვილი გამოკითხვაზე დაიბარა.
“ცესკო-ს განცხადებისა და საჯარო სივრცეში მასმედიის მეშვეობით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი უნდა ფლობდეს მტკიცებულებებს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შესაძლო გაყალბებასთან დაკავშირებით, რის გამოც, კანონით დადგენილი წესით, საქართველოს პრეზიდენტი, მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს, გამოკითხვის მიზნით დაბარებულია საგამოძიებო უწყებაში”, – აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.







