დონალდ ტრამპს სატელეფონო საუბარი ჰქონდა კათოლიკოს არამ I-თან

ამერიკის პრეზიდენტობის კანდიდატს დონალდ ტრამპს სატელეფონო საუბარი ჰქონდა კილიკიის კათოლიკოს არამ I-თან.
ტრამპმა მადლობა გადაუხადა არამ I-ს, რომელიც ბოლო ხანებში ეწვია შეერთებულ შტატებს, კიდევ ერთხელ დაადასტურა მხარდაჭერა არცახელი სომხებისადმი და რეგიონული მშვიდობისადმი ერთგულება. მან ასევე მაღალი შეფასება მისცა ამერიკულ-სომხური თემის როლს და მას უწოდა ძლიერი, ინტელექტუალური და განვითარებადი.
ამის საპასუხოდ, არამ I-მა მადლობა გადაუხადა ტრამპს სომეხი ხალხის მხარდაჭერის საჯარო განცხადებისთვის, სადაც ხაზი გაუსვა აშშ-ს გლობალური ლიდერობის მნიშვნელობას ამ კრიტიკულ მომენტში.
მან იმედი გამოთქვა, რომ აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია სერიოზულად მოეკიდება მთიანი ყარაბაღის სომხების დაბრუნების უფლების უზრუნველყოფის, საერთაშორისო გარანტიებისა და სტატუსის, ეთნიკურ წმენდაზე პასუხისმგებლობის საკითხებს.







