
2024 წლის დასაწყისიდან სომხეთიდან ირანში ელექტროენერგიის მიწოდებამ უკვე გადააჭარბა წინა რამდენიმე წლის საშუალო წლიურ მაჩვენებლებს. ამის შესახებ 4 ნოემბერს ეროვნულ ასამბლეაში 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვისას, მუდმივმოქმედი საპარლამენტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, განაცხადა სრ ტერიტორიული მართვისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა გნელ სანოსიანმა.
მისი თქმით, სომხეთი ჩვეულებრივ 360-370 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგიას აწვდის ირანს, თუმცა 2024 წლის ათი თვის განმავლობაში ამ მოცულობამ უკვე 370 მილიონს გადააჭარბა.
„2022 წლის ოქტომბერში მხარეებმა შესაბამისი კონტრაქტი 2030 წლამდე გაახანგრძლივეს“, – აღნიშნა მინისტრმა.







