ირანი მიესალმება სომხეთის ინიციატივას „მშვიდობის გზაჯვარედინზე“ – მეჰდი სობჰანი

ირანი მხარს უჭერს სომხეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და მიესალმება სომხეთის ძალისხმევას დაამყაროს მეგობრული ურთიერთობები მეზობლებთან.
„არმენპრესის“ ცნობით, ამის შესახებ ირანის ელჩმა სომხეთში მეჰდი სობჰანიმ განაცხადა მეცნიერულ კომფერენციაზე , რომელიც ჩატარდა სომხეთის რესპუბლიკაში თემაზე: „სომხეთი-ირანი: თანამშრომლობა და პერსპექტივები“.
„ირანის ისლამური რესპუბლიკა ხაზს უსვამს თავის პრინციპულ პოზიციას სომხეთის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად, მიესალმება მის ძალისხმევას მეზობლებთან მეგობრული ურთიერთობების დამყარების საქმეში და მზადაა დაეხმაროს სომხეთის მთავრობას ამ მიმართულებით“, – განაცხადა ელჩმა და დასძინა, რომ ირანი მიესალმება სომხეთის ინიციატივას „მშვიდობის გზაჯვარედინზე“ და თვლის, რომ ბლოკადის ნებისმიერი მოხსნა უნდა განხორციელდეს მოცემული ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და კონტროლის ქვეშ. ჩვენ მივესალმებით სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებს და მიგვაჩნია, რომ დაძაბულობასა და კონფლიქტს ქვეყნებს შორის შესაძლოა არასასურველი შედეგები მოჰყვეს რეგიონის ხალხებისთვის“, – განაცხადა სობჰანიმ.
მისი თქმით, სომხეთ-ირანის საზღვარი მეგობრობის საზღვარია.„ჩვენ მზად ვართ გამოვიყენოთ ორივე ქვეყნის ყველა შესაძლებლობა ვაჭრობის გასაძლიერებლად და პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული კავშირების გასაზრდელად ირან-სომხეთის ურთიერთობებში, რომლის მომავალიც ნათელია და ვერავინ შეაფერხებს მას“, – ხაზგასმით აღნიშნა ირანის ელჩმა სომხეთში.







