მთავარიპოლიტიკა

მაკრონმა მხარი დაუჭირა სომხეთის მიერ შემოთავაზებულ პროექტს „მშვიდობის გზაჯვარედინზე“

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ხაზი გაუსვა სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობის ხელშეწყობისა და სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის დამყარების მნიშვნელობას.

 „არმენპრესის“ ცნობით, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ყაზახეთის პრეზიდენტთან, კასიმ-ჟომარტ ტოკაევთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მშვიდობა ხელმისაწვდომია და ამის განხორციელება შესაძლებელი იქნება ორ ქვეყანას შორის სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერით.

ჩვენი  საერთო ინტერესი მდგომარეობს იმაში, რომ  წვლილი შევიტანოთ  სამხრეთ კავკასიის სტაბილურობაში. საფრანგეთი სრულად უჭერს მხარს თქვენს ძალისხმევას, ხელი შეუწყოს დისკუსიებს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის“, – თქვა მაკრონმა.

მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამხრეთ კავკასიის სტაბილურობა მნიშვნელოვანია ევროკავშირისა და ცენტრალური აზიის ურთიერთობების განვითარებისთვის.

 „საფრანგეთი სრულად უჭერს მხარს ინიციატივებს, რომლებიც მიმართულია ევროკავშირისა და ცენტრალური აზიიას შორის კავშირის განმტკიცებისკენ : ევროკავშირის სტრატეგიის, ამიერკავკასიის დერეფნით და სომხეთის  პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის პროექტით   „მშვიდობის გზაჯვარედინზე“. ერთი მეორის გარეშე არ უნდა მოხდეს“, – დაასკვნა მაკრონმა.

ნახეთ მეტი
Back to top button