
ბუდაპეშტში ევროპის პოლიტიკური გაერთიანების ჩატარებული მეხუთე სამიტის ფარგლებში სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა 7 ნოემბერს უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრის, პეტერ სიჯარტოს მიერ ორგანიზებულ სამუშაო საუზმეში მიიღო მონაწილეობა. შეხვედრაზე საგარეო საქმეთა მინისტრმა რეგიონალურ საკითხებზე ისაუბრა. მინისტრმა მირზოიანმა წარმოადგინა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესში მიმდინარე მოვლენები, ისაუბრა ორ ქვეყანას შორის საზღვრის დელიმიტაციის პროცესზე, ასევე სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმებისკენ მიმართული ძალისხმევაზე.







