საერთაშორისო

ბაქოს ცნობით, COP29-ზე დასასწრებად 67 000 ადამიანი დარეგისტრირდა

COP29-ისთვის მზადება სრულად დასრულებულია. ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწემ, COP29-ის საორგანიზაციო კომიტეტის წევრმა ანარ ალეკბაროვმა განაცხადა. სასტუმროს 17500 ნომრიდან 85 პროცენტი უკვე გაყიდულია“, – განაცხადა მან და აღნიშნა, რომ ღონისძიების გასაშუქებლად აკრედიტებული იყო მედიის 3500 წარმომადგენელი, მათი უმეტესობა უკვე აზერბაიჯანშია. ალეკბაროვმა შეახსენა, რომ COP29  ღონისძიების ოფიციალური გახსნის ცერემონია  დღეს, 11 ნოემბერს გაიმართება. “ლიდერთა სამიტი 12-13 ნოემბერს შედგება,  ხოლო პირველი ქალბატონების შეხვედრა მწვანე ზონაში 12 ნოემბერს. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიება ოფიციალურად 22 ნოემბერს დასრულდება, ეს თარიღი შეიძლება გაგრძელდეს მოლაპარაკებებიდან გამომდინარე“, –  თქვა მან .

 დავამატოთ, რომ COP29-ში არ მიიღებენ მონაწილეობას მსხვილი ეკონომიკის მსოფლიო ლიდერები, მათ შორის აშშ-ს, საფრანგეთის, ჩინეთის, ინდოეთის, გერმანიის, რუსეთის, ბრაზილიის, იაპონიის და სხვა ქვეყნების ლიდერები. ევროკავშირს წარმოადგენენ ევროპის საბჭოს პრეზიდენტი ჩარლზ მიშელი და ბლოკის კლიმატის პოლიტიკის ხელმძღვანელი ვოპკე ჰოექსტრა.

ნახეთ მეტი
Back to top button