პოლიტიკა

აზერბაიჯანიდან მივიღეთ სამშვიდობო ხელშეკრულების მე-11 რედაქტირებული პროექტი, შეუთანხმებელი საკითხები კვლავ რჩება   – სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე

არის არხები, რომლებითაც მიმდინარეობს კონტაქტები აზერბაიჯანთან, ამ გზით მივიღეთ რედაქტირებული  მე-11 აზერბაიჯანული პროექტი, რომლის განხილვაც დღეს ხდება.   ამის შესახებ  ეროვნულ ასამბლეაზე ჟურნალისტებთან საუბარში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვაჰან კოსტანიანმა განაცხადა.

სამშვიდობო შეთანხმების პროექტზე საუბრისას მან ხაზი გაუსვა, რომ

„ჯერ კიდევ არის საკითხები, რომლებზეც მხარეთა შეხედულებები განსხვავებულია, მაგრამ ჩვენ ვხედავთ ამ მოსაზრებების დაახლოების შესაძლებლობას.

იმ მოსაზრებასთან დაკავშირებით, რომ ალიევი ერთის მხრივ სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერასთან დაკავშირებით ოპტიმიზმს გამოხატავს, მეორე მხრივ კი სომხეთს ემუქრება, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ განაცხადა.

 „სომხეთი აგრძელებს დაინტერესებას აზერბაიჯანთან ურთიერთობის ნორმალიზაციის პროცესით და ჩვენ გვჯერა, რომ სწორედ ადამიანური ფაქტორი  და რეალური კონტაქტები ეხმარება ამ პროცესს და  ამზადებს ორივე სახელმწიფოს საზოგადოებას“.

ნახეთ მეტი
Back to top button