პოლიტიკა

“დროის  დაკარგვა”  –   მსოფლიო ლიდერები უარს ამბობენ ბაქოში COP29-ზე დასწრებაზე

მსოფლიო ლიდერები, მომლაპარაკებლები, ლობისტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შეიკრიბებიან აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში COP29 კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად.

გაეროს კლიმატის ამ კონფერენციას „ფინანსური“ ეწოდება, რადგან წელს მოსალოდნელია, რომ ქვეყნები განსაზღვრავენ  გლობალური კლიმატის დაფინანსების ახალ სამიზნეს, იუწყება Euronews.

ბრაზილიაში მომავალი წელს ჩასატარებელი  COP30-ის წინ, ისინი ასევე დაკავშირებულია კლიმატის მიმდინარე „ეროვნულ ვალდებულებებთან“  (NDCs), რომლებიც ცნობილია როგორც ეროვნულად განსაზღვრული წვლილი.

გაეროს ცნობით, კონფერენციაში მონაწილეობა 100-ზე მეტმა სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურმა დაადასტურა.

თუმცა, მსოფლიოს არაერთმა ლიდერმა და ხელისუფლების წარმომადგენელმა  უკვე განაცხადეს, რომ ბაქოში არ წავლენ. ვნახოთ ვინ და რატომ არ წავა ბაქოში.

ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, ევროპის რამდენიმე ლიდერმა გამოაცხადა, რომ ისინი არ დაესწრებიან COP29-ს.

ამ კვირის დასაწყისში ევროკომისიის პრეზიდენტის სპიკერმა Euronews-ს დაუდასტურა, რომ ურსულა ფონ დერ ლაიენი კონფერენციას არ დაესწრება.

ვინაიდან ევროკომისია გარდამავალ ფაზაშია, “პრეზიდენტი ყურადღებას გაამახვილებს თავის ინსტიტუციურ პასუხისმგებლობებზე”, – თქვა ფონ დერ ლაიენის სპიკერმა. ურსულა ფონ დერ ლაიენის მეორე ვადა ევროკომისიის ხელმძღვანელად 1 დეკემბერს იწყება.

სამაგიეროდ, ევროკავშირს წარმოადგენენ ევროპის საბჭოს პრეზიდენტი ჩარლზ მიშელი, ასევე კლიმატის კომისარი ვოპკე ჰოექსტრა და ენერგეტიკის კომისარი კადრი სიმსონი.

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ასევე გამოტოვებს კლიმატის კონფერენციას მისი ადგილმდებარეობის გამო. საფრანგეთის ურთიერთობები აზერბაიჯანთან გასული წლის შემდეგ დაიძაბა, როდესაც პარიზმა დაგმო ბაქოს ქმედებები ყარაბაღში.

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ შიდაპოლიტიკური პრობლემების გამო არ მიიღებს მონაწილეობას COP29-ში. ოთხშაბათს გერმანიაში მმართველი კოალიცია დაიშალა. ბაქოში კლიმატის მოლაპარაკებებში მონაწილეობას გეგმავდა, მაგრამ მოგზაურობის გაუქმება მოუწია.

იმის გამო, რომ COP29 გაიმართება აშშ-ის არჩევნებიდან რამდენიმე დღეში, პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ასევე გამოტოვებს გლობალურ მოლაპარაკებებს კლიმატის პოლიტიკის საკითხებში.  აშშ-ის დელეგაციას უხელმძღვანელებს პრეზიდენტის ამჟამინდელი უფროსი მრჩეველი.

ბრაზილიის პრეზიდენტმა, ლუის ინასიო ლულა და სილვამ, ასევე გააუქმა მოგზაურობა გასულ თვეში თავის ტრავმის შემდეგ. ეს ქვეყანა მომავალ წელს უმასპინძლებს COP30-ს ბელემში.

მეფე ჩარლზ III ასევე არ დაესწრება კონფერენციას და ბრიტანეთის მთავრობამ გადაწყვიტა არ გაგზავნოს იგი წარმომადგენლად, რადგან ის ავადმყოფობის შემდგომ რებილიტაციას გადის.

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გაეროს კლიმატის კონფერენციაზე არ წავა, ხოლო ქვეყნის დელეგაციას COP29-ზე პრემიერ-მინისტრი მიხაილ მიშუსტინი უხელმძღვანელებს. ოქტომბერში უკრაინის ელჩმა ევროკავშირში, ვსევოლოდ ჩენცოვმა განუცხადა Politico-ს, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ უარი უნდა თქვას მოლაპარაკებებში მონაწილეობაზე, თუ მის მუსაობაში პუტინი მონაწილეობას მიიღებს.

კანადის პრემიერ მინისტრი ჯასტინ ტრუდო, ინდოეთის პრემიერ მინისტრი ნარენდრა მოდი, ჩინეთის პრეზიდენტი სი წინ პინი, სამხრეთ აფრიკის პრემიერ მინისტრი კირილ რამაფოსა და ავსტრალიის პრემიერ მინისტრი ენტონი ალბანეზი ასევე გამოტოვებენ წლევანდელ კლიმატის სამიტს.

აგვისტოში, პაპუა-ახალი გვინეის პრემიერ-მინისტრმა ჯეიმს მარაპემ განაცხადა, რომ ქვეყანა არ დაესწრება COP29-ს პროტესტის ნიშნად ძირითადი ქვეყნებიდან “კლიმატის ცვლილების მსხვერპლთა სწრაფი მხარდაჭერის” ნაკლებობის გამო.

ოკეანეებით გარშემორტყმული და პლანეტაზე ტროპიკული ტყეების სიდიდით მესამე ფართობით, პაპუა-ახალი გვინეა უკიდურესად დაუცველია კლიმატის ცვლილების მიმართ. ქვეყანა განიცდის ზღვის დონის აწევას და სტიქიურ უბედურებებს.

საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯასტინ ტკაჩენკომ დაადასტურა, რომ ქვეყანა არ დაესწრება ტოვებს მაღალი დონის მოლაპარაკებებს კლიმატის სამიტზე. მან ბაქოში COP29-ზე მონაწილეობას “დროის დაკარგვა” უწოდა.

ნახეთ მეტი
Back to top button