საერთაშორისო

ენ-ლოურენს პეტელი მაკრონის გადაწყვეტილებას ბაქოში დაწყებულ COP-29-ში არ მონაწილეობის შესახებ სწორად მიიჩნევს

ფრანგი პოლიტიკოსი ენ-ლორანს პეტელი მიიჩნევს, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც ბაქოში დაწყებულ COP-29 კონფერენციაში არ მიიღო მონაწილეობა.ამის შესახებ პეტელმა Sud Radio-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„მან მიიღო სწორი გადაწყვეტილება, რადგან ბაქოში წასვლა დიქტატორისთვის  ხელის ჩამორთმევისა და აშკარა მიბაძვის ლეგიტიმაციის რისკს შეიცავს, რადგან აზერბაიჯანი აბსოლუტურად არ არის ის ქვეყანა, რომელიც მონაწილეობდა გარემოსდაცვით ტრანზიციაში. აზერბაიჯანი არის ნავთობის დიქტატურა და ქვეყანა, სადაც ადამიანის უფლებების მდგომარეობა კატასტროფულია.

 ემანუელ მაკრონი აქტიურად უჭერს მხარს სომხეთს 2020 წლიდან, როცა მთიანი ყარაბაღის ომი დაიწყო. მან ბევრი რამ გააკეთა სომხეთისთვის, რათა ევროპამ  მხარი დაუჭიროს სომხეთს აზერბაიჯანთან დაპირისპირებაში“, – განაცხადა პეტელმა.

საფრანგეთს COP-29-ზე წარმოადგენს ქვეყნის გარემოსდაცვითი გარდამავალი მინისტრი აგნეს პანიერ რუშანე. ჟურნალისტის კითხვაზე, უცხადებს თუ არა საფრანგეთი  მთლიანად ბოიკოტს  COP-29-ს,  პეტელმა თქვა:

„არის განსხვავება ტოტალურ ბოიკოტსა და ტექნიკურ სპეციალისტებისა თუ ჩინოვნიკების, ანუ არაპოლიტიკური ფიგურების გაგზავნას შორის. ვფიქრობ, თუ ჩვენ გვინდა მონაწილეობა ეკოლოგიური თვალსაზრისით, შეგვიძლია გამოვგზავნოთ ჩინოვნიკები  და სპეციალისტები, მაგრამ არ მესმის, რატომ გვჭირდება პოლიტიკური წარმომადგენლობა და მთავრობის წევრის მონაწილეობა. ვფიქრობ, ჩვენ შეგვიძლია თავიდან ავიცილოთ ეს ყოფნა. დღეს უნდა გვესმოდეს, რომ ილჰამ ალიევი ის ადამიანია, რომელმაც 2020 წელს არამარტო დაიწყო საშინელი ომი მთიან ყარაბაღში ფოსფორის ბომბების გამოყენებით, არამედ ის დიქტატორია საკუთარ ქვეყანაში, რადგან იქ 300 პოლიტპატიმარია.პეტელმა ასევე აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტი საფრანგეთის საშინაო საქმეებში ერევა.

„დაახლოებით 1,5 წლის წინ მან შექმნა ეგრეთ წოდებული „ბაქოს საინიციატივო ჯგუფი“, რომელიც ორიენტირებულია რეგიონალისტებისა და სეპარატისტების გაერთიანებაზე, იქნება ეს ახალ კალედონიაში, კორსიკაში თუ საფრანგეთის სხვა რეგიონებში. მისი მიზანია ქვეყანაში არასტაბილურობის შექმნა. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ 2024 წლის ოქტომბერში ალიევის ოპონენტი, რომელიც გადასახლებული იყო და საფრანგეთში ცხოვრობდა, მოკლეს მულჰაუსში. დღეს ოპოზიციური ბლოგერი მოჰამედ მირზალი საფრანგეთის პოლიციის მფარველობის ქვეშ იმყოფება, ის საფრანგეთში ცხოვრობს და საფრანგეთის მიწაზე მასზე რამდენიმე მკვლელობის მცდელობა მოხდა“, – განაცხადა პოლიტიკოსმა.

ნახეთ მეტი
Back to top button