საერთაშორისო

ნატოს სამხედრო ძალა მნიშვნელოვნად აღემატება რუსეთისას  –   Greenpeace

ნატოს ქვეყნები სამხედრო თვალსაზრისით უპირატესია რუსეთზე, მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვი თავს უყრის  შეიარაღებას პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის დროს.  DW-ის რუსული სამსახურის ცნობით, ამის შესახებ დღეს გამოქვეყნებულ კვლევაშია ნათქვამი, რომელიც საერთაშორისო არასამთავრობო გარემოსდაცვითი ორგანიზაცია Greenpeace-ის დაკვეთით იქნა შედგენილი.

 “თანასწორობა ორ მხარეს შორის მხოლოდ ბირთვული იარაღის სფეროში არსებობს”, – ნათქვამია კვლევაში. იგი ადარებს ექვს კრიტერიუმს, მათ შორის სამხედრო ხარჯებს;

ნატოს ქვეყნები ამჟამად დაახლოებით ათჯერ მეტს ხარჯავენ თავიანთ შეიარაღებაზე, ვიდრე რუსეთი (1,19 ტრილიონი დოლარი 127 მილიარდი დოლარის წინააღმდეგ).  აშშ-ს ხარჯების აღრიცხვისა და მსყიდველუნარიანობის სხვაობის გარეშეც კი, მნიშვნელოვანი უპირატესობა გვაქვს ნატოს სასარგებლოდ, ნათქვამია კვლევაში.

ნახეთ მეტი
Back to top button