პოლიტიკა
ალიევს ხელი სომხების სისხლით აქვს გასვრილი, მისთვის ხელის ცამორთმევა სამარცხვინოა, ვითხოვ მიშელის გადადგომას: ქალაქ ნიცას მერი

საფრანგეთის ქალაქ ნიცას მერმა კრისტიან ესტროზიმ დაგმო შარლ მიშელის მონაწილეობა COP29-ში და მილოცვა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ალიევს X გვერდზე, მერმა მიშელის გადადგომა მოითხოვა.
კერძოდ ის წერს:
„აზერბაიჯანის პრეზიდენტი დიქტატორია, რომელსაც ხელებზე სომხების სისხლი აქვს.მისთვის ხელის ჩამორთმევა სამარცხვინოა, რადგან შეურაცხყოფს სომეხ ხალხს და იმათ ხსოვნას, ვინც ეწინააღმდეგებოდა არცახის ეთნიკურ წმენდას. შარლ მიშელი ევროსაბჭოს პრეზიდენტად ვეღარ დარჩება. მე მოვითხოვ ემანუელ მაკრონისგან მის გადადგომას. მხარდაჭერას ვუცხადებ სომეხ ხალხს“.







