პოლიტიკა
ბაქოს მიუღებელი განცხადებები ძირს უთხრის COP-29 კონფერენციის ყველაზე მნიშვნელოვან კლიმატის მიზნებს: ჟოზეფ ბორელი
პრეზიდენტი ალიევის ბრალდებები ევროკავშირის, საფრანგეთისა და ნიდერლანდების მიმართ ღრმა სინანულს იწვევს, წერს თავის X გვერდზე ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეფ ბორელი.
„ამ მიუღებელმა განცხადებებმა შეიძლება შეარყიოს კონფერენციის ყველაზე მნიშვნელოვანი კლიმატის მიზნები და COP-29-ზე აზერბაიჯანის პრეზიდენტობისადმი ნდობა. ევროკავშირი მხარს უჭერს საფრანგეთს და ნიდერლანდებს“, – განაცხადა მან.
”ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები არიან ყველაზე დიდი კონტრიბუტორი გლობალური კლიმატის დაფინანსებაში და მხარს უჭერენ პარტნიორებს მთელ მსოფლიოში კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლაში”, – ხაზგასმით აღნიშნა მან.







