ეკონომიკა

მიმდინარე წლის ოქტომბერში სომხეთს 203 810 ტურისტი ეწვია. გასული წლის ოქტომბერთან შედარებით 8 ათასით მეტია

სომხეთის ტურიზმის კომიტეტმა ამა წლის ოქტომბერში სომხეთში ტურისტული ვიზიტების სტატისტიკური მონაცემები გამოაქვეყნა. ამის შესახებ განცხადება სომხეთის ეკონომიკის სამინისტრომ გაავრცელა.

მიმდინარე წლის ოქტომბერში სომხეთს 203 810 ტურისტი ეწვია, გასული წლის ანალოგიური პერიოდის 195 396-თან შედარებით.

დაკვირვების პერიოდში სომხეთში ჩამოსული ტურისტების ყველაზე დიდი წილი რუსეთს (მთლიანის 43%), საქართველოს (11%) და ირანს (7%) ეკავა.

ნახეთ მეტი
Back to top button