ბაქო ვერ აღწევს კონსენსუსს ფინანსურ საკითხებზე COP-29-ის ფარგლებში

ბაქოში გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მხარეთა 29-ე კონფერენციაზე მოლაპარაკებები დაძაბულ ატმოსფეროში მიმდინარეობს, იტყობინება აზერბაიჯანული მედია․ მასპინძლობს რა COP-29-ს აზერბაიჯანმა შუამავალის როლი უნდა ითამაშოს და შეეცადოს მოაგვაროს უთანხმოება განვითარეული ქვეყნების მიერ პროვოცირებული და კლიმატური ცვლილებების თვალთახედვით დაუცველი ქვეყნებისთვის ყოველწლიური ფინანსური დახმარების შესახებ, მაგრამ ბაქო ახლოსაა ამ მისიის ჩასლასთან.
კერძოდ, კლიმატის ცვლილების პროექტების დაფინანსების ახალი პროექტი, რომელიც შემუშავდა COP-29-ის ფარგლებში, გეგმავს ყოველწლიურად მინიმუმ 1.3 ტრილიონი დოლარის გამოყოფას კლიმატის დაცვის ღონისძიებებისთვის, მაგრამ ახლა, აზერბაიჯანული წყაროების მიხედვით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ საბრძოლველად მხოლოდ 300-500 მილიარდი დოლარის წლიური ფონდის შესაქმნელად. ამ მოლაპარაკებების წარუმატებლობამ შეიძლება სერიოზული დარტყმა მიაყენოს გაეროს კლიმატის შესახებ მთელს პოლიტიკას.
წყაროების თანახმად, აშშ-ს და ევროკავშირს არ სურთ დიდი ფინანსური ტვირთის აღება, სამაგიეროდ ცდილობენ ჩართონ დიდი ეკონომიკის მქონე განვითარებადი ქვეყნები, მაგალითად, როგორიცაა ჩინეთი და ყატარი. სამხრეთ კორეამ და არაბეთის გაერთიანებულმა საემიროებმა სურვილი გამოთქვეს ფინანსური წვლილი შეიტანონ ამ საქმეში.







