პოლიტიკა

ინდოეთსა და სომხეთს შორის დაზვერვის სფეროში მჭიდრო კავშირებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს: Observer RF

ინდოეთსა და სომხეთს შორის ორმხრივი ურთიერთობების მზარდი პოტენციალი ეფუძნება თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას. როგორც ამ უკანასკნელის ცენტრალურ კომპონენტს, სადაზვერვო კავშირებს შეუძლია პოლიტიკის შემქმნელებს საშუალება მისცეს გააცნობიერონ ამ ორმხრივი ურთიერთობის სრული პოტენციალი. ამის შესახებ ნათქვამია „ბსერვერ რისერჩ ფანდეიშენ“-ში  (Observer Research Foundation) გამოქვეყნებულ სტატიაში.

„უკრაინის ომის შედეგად შემცირდა სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების ტრადიციული გარანტის – რუსეთის რეგიონული გავლენა. რეგიონული გეოპოლიტიკის კონტროლისთვის შემდგომ მრავალმხრივ ბრძოლაში სომხეთი ცდილობდა აღედგიბნა თავისი სტრატეგიული პოზიცია პოსტსაბჭოთა იდენტობაში.  ამ ცვლილებამ დაადასტურა ერევნის სტრატეგიული პარტნიორების მეტი მრავალფეროვნების აუცილებლობა და ამჟამად სომხეთში ინდოეთი  ნდობით სარგებლობს. თავდაცვის ურთიერთობები გაძლიერდა 2020 წლიდან, მას შემდეგ  რაც ინდოეთმა დიპლომატიურ და თავდაცვით სფეროებში დახნარება გაუწია სომხეთს აზერბაიჯანთან თავდაცვითი ომის დროს.  ამ კონტექსტში, მჭიდრო უსაფრთხოების კავშირები ინდოეთთან, განსაკუთრებით დაზვერვის სფეროში, მნიშვნელოვანია.

კონკრეტულ საკითხებზე დაზვერვის შედეგების  გაზიარება ორ მთავარ საერთო მიზანს მიაღწევს. პირველ რიგში, მას შეუძლია მეტი წონა მისცეს ორმხრივ ურთიერთობებს. მეორეც, ეს საშუალებას მისცემს ორი ქვეყნის პოლიტიკის შემქმნელებს, მოკლე და გრძელვადიან პერსპექტივაში პარტნიორობის ფარგლებში გამოავლინონ კონვერგენციის სფეროები, შესაძლებლობები და საფრთხეები.

ამავდროულად, სომხურ სადაზვერვო საზოგადოებაში გატარებული რეფორმები ზრდის ინდოეთის უნარს გააძლიეროს თავისი, როგორც დაზვერვის პარტნიორის პოზიცია, მისცემს შესაძლებლობას განახორციელოს რეფორმები მის შიდა სადაზვერვო საზოგადოებაში.

მიისწრაფვის რა გახდეს რეგიონალური ტექნოლოგიური ცენტრი, სომხეთი ეძებს ინდოეთში ექსპერიმენტულ ნოუ-ჰაუს, მატერიალურ რესურსებს, აგრეთვე წარმოებისა და დიზაინის შესაძლებლობებისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან სექტორებს, განსაკუთრებით ნახევარგამტარული და კოსმოსური ტექნოლოგიების სფეროში.  თანამშრომლობა ახალი ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებით საკვანძოა და დაზვერვის თანამშრომლობა კი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, წერს მედია.

ნახეთ მეტი
Back to top button