მთავარიპოლიტიკა

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ბაქოში აზერბაიჯანელების უფლებების დარღვევას აკრიტიკებს

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა ბაქოში COP29 კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას აზერბაიჯანი მკაცრად გააკრიტიკა. მან აღნიშნა, რომ ადამიანის უფლებების მდგომარეობა იწვევს შეშფოთებას, მათ შორის აქტივისტების, ჟურნალისტების და ოპოზიციის წარმომადგენლების დაკავება, იუწყება DW.

ადამიანის უფლებების დარღვევის მაგალითად მან მოიხსენია 53 წლის გუბად იბადოღლუ, ლონდონის ეკონომიკის სკოლის პროფესორი, რომელიც აზერბაიჯანში 2023 წლის ზაფხულიდან შინაპატიმრობაში იმყოფება.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ბაქოში ერევანიდან გაემგზავრა. ის სომხეთში 19 ნოემბერს გვიან საღამოს ჩავიდა და სომეხ კოლეგასთან შეხვედრის დროს სომხეთის  საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების მიხედვით  განიხილეს  „ორ ქვეყანას შორის პარტნიორობის შემდგომი გაფართოების შესაძლებლობები, ამ მიმართულებით გადადგმული უწყვეტი ნაბიჯები,  დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული, ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებასთ ან  დაკავშირებული საკითხები“.

ნახეთ მეტი
Back to top button