ჩვენი ათასწლოვანი კულტურა ამჟამად არცახში იბილწება და ნადგურდება – არცახის ეპარქიის წინამძღვრის სიტყვა რომში

18-19 ნოემბერს რომის წმინდა თომა აკვინელის უნივერსიტეტში გაიმართა საერთაშორისო კონფერენციასლოგანით: “წმინდა მიწა, საერთო ხედვა”, რომელიც მიეძღვნა არცახის კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებას. ამის შესახებ აქვეყნებს HASE.
„კონფერენციის ორგანიზატორები იყვნენ სომხური სამოციქულო ეკლესიის წარმომადგენლობა წმიდა საყდარში და ეკუმენური სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი „ანგელიკუმი“ , სრულიად სომეხთა კათოლიკოსის ხელშეწყობით.
კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო არცახის ეპარქიის წინამძღვარმა, უწმინდესმა ეპისკოპოსმა აბრაამიანმა, რომელმაც კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვა.
ვრთანეს სრბაზანმა ისაუბრა რეგიონში მომხდარ ომსა და იძულებით გადაადგილებაზე, რამაც დაარღვია ის ათასწლოვანი ჰარმონია, რომელიც რეგიონში სუფევდა არცახების ადგილობრივი განსახლების გამო.
წმინდა მამამ მრევლს წარუდგინა, რომ ჩვენი ათასწლიანი კულტურა, რომელიც თავდადებული რწმენისა და შრომის წყალობით შეიქმნა, ამჟამად იბილწება და ნადგურდება, მან მოუწოდა, რომ მეცნიერული აზროვნება დომინანტი უნდა გახდეს პოლიტიკურ აზროვნებაზე, რათა ობიექტური სამართლიანობა ჩანდეს.
ეპისკოპოსმა ვრთანესმა ასევე მოუწოდა ქრისტიანულ სამყაროს ილოცონ და იმოქმედონ რეგიონში მშვიდობის შესანარჩუნებლად.
კონფერენციაზე მოხსენებები გააკეთეს ასევე არაერთმა ექსპერტმა ევროპიდან, აშშ-დან, სომხეთიდან და ახლო აღმოსავლეთიდან.







