პოლიტიკა
ტრამპის ადმინისტრაცია ყველაზე პროსომხური იქნება ვილსონის პრეზიდენტობის შემდეგ – ამერიკელი სასულიერო პირი

ტრამპის ადმინისტრაცია აშშ-ში ყველაზე პროსომხური ადმინისტრაცია იქნება ვუდრო ვილსონის პრეზიდენტობის შემდეგ, “არმენპრესის” ინფორმაციით, ამის შესახებ ამერიკელმა სასულიერო პირმა, ევანგელისტური ეკლესიის ამერიკელმა მინისტრმა ჯოელ ტენიმ. მან Facebook-ის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა აიოვას გუბერნატორის გადაწყვეტილება, რომლითაც 24 აპრილი გამოცხადებულია სომხეთის აღიარების დღედ: „რესპუბლიკური პარტია შეიცვალა. ახლა აზერბაიჯანისა და თურქეთის ტერორს აღარ შეეგუება. „ამიტომ, მე, კიმ რეინოლდსი, აიოვას შტატის გუბერნატორი, 2024 წლის 24 აპრილს ვაცხადებ სომხეთის აღიარების დღედ“, – ციტირებს ტენი რეინოლდსის გადაწყვეტილებას.
https://www.facebook.com/photo/?fbid=8566379113483957&set=pcb.8566379216817280







