საზოგადოება

COP29-ის საბოლოო დოკუმენტი შეთანხმებული იქნა.  განვითარებადი ქვეყნები 300 მილიარდი დოლარის დახმარებას არასაკმარისად მიიჩნევენ

გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენციის 29-ე სესიის მონაწილეები შეთანხმდნენ 2035 წლისთვის ღარიბი ქვეყნებისთვის კლიმატის დახმარების გაზრდაზე.

თანხამ განვითარებად ქვეყნებს უნდა მისცეს საშუალება დააფინანსონ ღონისძიებები კლიმატის ცვლილებასთან საბრძოლველად, ასევე მოერგოს გლობალური დათბობის ეფექტებს, როგორიცაა ხშირი გვალვები, ქარიშხლები და წყალდიდობები.

ინდოეთი კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა შეთანხმებას, მაგრამ რეზოლუცია ოფიციალურად იქნა მიღებული კონსენსუსის საფუძველზე, ინდოეთის დელეგაციის წარმომადგენელმა, თქვა, რომ ეს დოკუმენტი იყო “ოპტიკური ილუზია”. „ჩვენი აზრით, ეს არ დაგვეხმარება იმ უზარმაზარი პრობლემის გადაჭრაში, რაც ყველას გვაქვს, ამიტომ ჩვენ წინააღმდეგი ვართ ამ დოკუმენტის მიღებისა“, – ხაზგასმით აღნიშნა ინდოეთის წარმომადგენელმა  სამიტის დასკვნით პლენარულ სხდომაზე.

ნახეთ მეტი
Back to top button