ერევანსა და ლოს ანჯელესს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

შეერთებულ შტატებში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ერევნის მერი ტიგრან ავინიანი თავის კოლეგას, მერ კერნ ბასს შეხვდა, როგორც “ARMENPRESS”-ი აქვეყნებს, მერებმა ყურადღება გაამახვილეს საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებაზე საქალაქო ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში და დააფიქსირეს წარმატებები. აღნიშნულ პროცესებში მერმა ტიგრან ავინიანმა გამოთქვა რწმენა, რომ ეს შეიძლება სასარგებლო იყოს ციფრული ტრანსფორმაციის გზაზე მყოფ ერევნისთვისაც.
თავის მხრივ, მერმა კერნ ბასმა აღნიშნა, რომ ლოს-ანჯელესი გვერდში უდგას დაძმობილებულ ქალაქს და მზად არის გაუზიაროს თავისი გამოცდილება და „ჭკვიანური“ გადაწყვეტილებები ინიცირებული რეფორმების განსახორციელებლად .
ხელმოწერილი დოკუმენტი ითვალისწინებს თანამშრომლობას ტექნოლოგიების გამოყენებით მაღალი ხარისხის სერვისების მიწოდებისა და „ჭკვიანი“ გადაწყვეტილებების შემუშავებაში.







