საზოგადოება

Numbeo-ს მიხედვით, სომხეთი მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო ქვეყნებს შორისაა

Numbeo-ს 2024 წლის დანაშაულისა და უსაფრთხოების ინდექსის მიხედვით, სომხეთი მსოფლიოს მე-8 ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა.

ინდექსის მიხედვით, ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა ანდორა, მეორე ადგილზეა არაბთა გაერთიანებული საამიროები, მესამეზე ყატარი, მეოთხეზე ტაივანი, მეხუთეზე ომანი, მეექვსეა კუნძული მენი, მეშვიდეზე კი ჰონგ კონგი.

სომხეთის მეზობელ ქვეყნებს შორის საქართველო 21-ეა, აზერბაიჯანი 33-ე, ირანი 92-ე, თურქეთი 54-ეა.

თუ სიიდან მილიონამდე მოსახლეობის მქონე ქვეყნებს ამოვიღებთ, სომხეთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყნების სიაში მე-5 ადგილზე იქნება.

ნახეთ მეტი
Back to top button