მთავარიპოლიტიკა

გამოვრიცხავ სომხეთის მხრიდან ნებისმიერ ქმედებას, რომელიც მიმართული იქნება რეგიონში სიტუაციის დესტაბილიზაციისკენ -ფაშინიანი

„ამ პუბლიკაციების მთავარიმიზანი არის ის, რომ დავიწყოთ ომი აზერბაიჯანის წინააღმდეგ შიდაპოლიტიკური მიზეზების გამო, მაშინ როცა ნებისმიერი დამკვირვებელი ხედავს, რომ ჩვენთვის და კონკრეტულად ჩემთვის სასარგებლოა რეგიონში სიტუაციის სტაბილურობა“. ამის შესახებ 4 დეკემბერს, მთავრობის კითხვა-პასუხის დროს, ნიკოლ ფაშინიანმა უპასუხა ფრაქცია „სამოქალაქო შეთანხმების“ დეპუტატის ტიგრან სპარსილიანის შეკითხვას აზერბაიჯანულ პრესაში გავრცელებული იმ ყალბ ცნობასთან დაკავშირებით, თითქოსდა სომხეთი ემზადება ომისთვის აზერბაიჯანთან.

„თქვენ მიერ მითითებულმა პუბლიკაციებმა აჩვენა, რომ არსებობენ ძალები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან რეგიონში სიტუაციის დესტაბილიზაციაში. ჩვენი პასუხი შემდეგი უნდა იყოს. ჯერ ერთი, არ უნდა ავყვეთ პროვოკაციებს და მერე მუდმივად განვმარტოთ ჩვენი პოზიცია. ჯერ ერთი, ჩვენ არ გვაქვს აზერბაიჯანზე თავდასხმის არანაირი საფუძველი, რადგან ჩვენ გადავდგით კიდევ ერთი სამართლებრივი ნაბიჯი პოლიტიკურ დონეზე და ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობა ვაღიარეთ. ჩვენმა ეროვნულმა კრებამაც კი მოახდინა დელიმიტაციის კომისიების ერთობლივი მუშაობის რეგლამენტის რატიფიცირება და მალე უნდა დავიწყოთ დელიმიტაციის პროცესი შემდეგ მონაკვეთში. გამოვრიცხავ სომხეთის ნებისმიერ ქმედებას, რომელიც მიმართული იქნება რეგიონში სიტუაციის დესტაბილიზაციისკენ. ჩვენი ქვეყნის 200 კვადრატულ კილომეტრზე მეტი ოკუპირებულია, მაგრამ ჩვენ ვაცხადებთ, რომ ამ ტერიტორიების საკითხის სამხედრო გზით მოგვარება ჩვენს დღის წესრიგში არ არის და არც იქნება“, – დასძინა ფაშინიანმა.

ნიკოლ ფაშინიანმა იმედი გამოთქვა, რომ „სამშვიდობო ხელშეკრულების“ პროექტზე მუშაობას გაააქტიურებენ, რადგან სამუშაოს 90 პროცენტი უკვე შესრულებულია, რჩება ხელი მოეწეროს შეკრულებას.

ნახეთ მეტი
Back to top button