საერთაშორისო

დიდი ბრიტანეთი რუსეთის თავდასხმისთვის 2027 წლამდე ემზადება

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი შეიძლება შეიჭრას აღმოსავლეთ ევროპაში უახლოეს წლებში.  ამის შეესახებ წერს The Times-ი და მოჰყავს სამხედრო ხელმძღვანელების სიტყვები, რომ  ბრიტანეთი  შეიარაღებული კონფლიქტისათვის  2027 წლამდე უნდა მოემზადოს.

 ევროპაში ნატოს მოკავშირეთა უმაღლესი მეთაურის მოადგილე, გენერალი სერ ჯეიმს ევერარდი, თვლის, რომ თუ რუსეთი ნატოსთან ომში წავა, პუტინი სარგებელს მიიღებს, თუ ის დაარტყმს ნატოს თავდაცვას 2027 წლამდე. ნატოს მაღალჩინოსანი სამხედროების თქმით, ჯარებმა უნდა შეინარჩუნონ სამხედრო სიძლიერე, რადგანაც  „მცირე ჯარები ნადგურდებიან შეიარაღებული კონფლიქტის საწყის ეტაპებზე“.

 იმავდროულად, ბრიტანეთის ვეტერანთა საქმეთა მინისტრმა ალისტერ კარნესმა გააფრთხილა, რომ მთელი ბრიტანეთის არმია შეიძლება განადგურდეს ერთ წელზე ნაკლებ დროში, თუ ის ჩაერთვება კონფლიქტში ისეთ მტერთან, როგორიცაა რუსეთი.

ნახეთ მეტი
Back to top button