პოლიტიკა
სომხეთის გადაწყვეტილება პალესტინის სახელმწიფოს აღიარების შესახებ არ იყო მიმართული ისრაელის წინააღმდეგ – საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე

სომხეთის მთავრობის გადაწყვეტილება პალესტინის სახელმწიფოს აღიარების შესახებ არ იყო მიმართული ისრაელის წინააღმდეგ. “არმენპრესის” ცნობით, ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვაჰან კოსტანიანმა “მანამა დიალოგის” ფარგლებში გამართულ პანელზე განაცხადა.
„სომხეთის მთავრობის გადაწყვეტილება პალესტინის სახელმწიფოს აღიარების შესახებ არ იყო მიმართული ისრაელის წინააღმდეგ. ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნა, როგორც პალესტინელებისთვის, ასევე ისრაელებისთვის, რადგან ჩვენ ვხედავთ, რომ ამ ორი ხალხის მშვიდობიანად და სტაბილურობაში ცხოვრება შესაძლებელია მხოლოდ “ორი სახელმწიფოს” პრინციპზე”, – განაცხადა ვაჰან კოსტანიანმა.
2024 წლის 21 ივნისს სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ სომხეთი აღიარებს პალესტინის სახელმწიფოს.







