ეკონომიკა

ჩაბაჰარი შეიძლება იყოს საინტერესო  სომხური კომპანიებისთვის  – სომხეთის ეკონომიკის სამინისტრო

ირანის ჩაბაჰარის პორტი, საჭირო ინფრასტრუქტურის აშენების შემდეგ, შეიძლება მეტად საინტერესო  აღმოჩნდეს სომხური ლოგისტიკური კომპანიებისთვის, გახდეს მნიშვნელოვანი კერა სომხეთისთვის გარე სამყაროსთან სავაჭრო ურთიერთობების განვითარებისა და გაღრმავებისთვის.

 ამ კუთხით განსაკუთრებული მნიშვნელობის იყო ირანის ისლამურ რესპუბლიკაში სრ ეკონომიკის სამინისტროსა და სომეხი ბიზნესმენების დელეგაციის სამუშაო ვიზიტი, რომლის დასასრულს ხელი მოეწერა თანამშრომლობის მემორანდუმებ.

 ეს, როგორც  სომხეთის  ეკონომიკის სამინისტროს გენერალურმა მდივანმა ჰაიკ ნასიბიანმა „არმპრესის“ კორესპოდენტს  განუცხადა, იყო გაცნობითი ვიზიტი, რომელსაც ჩაბაჰარის პორტის გენერალური დირექტორი ღასემ ასგიარი და სისტანისა და ბელუჯისტანის გუბერნატორის მოადგილე ჯავად სეფაჰი  დელეგაციის წევრებს ესაუბრნენ  პორტის შესაძლებლობების, ინფრასტრუქტურისა  და კომერციული პერსპექტივების შესახებ.  დელეგაციის წევრები გაეცნენ პორტში არსებულ პირობებს და იმსჯელეს შესაძლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე ირანთან ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებასა და გაღრმავებაზე.

ჰაიკაზ ნასიბიანი მიიჩნევს, რომ ჩაბაჰარის პორტისა და ამავე სახელწოდების თავისუფალი ეკონომიკური ზონის ხელმძღვანელობასა და სომხური კომპანიების წარმომადგენლებს შორის დისკუსია წარმატებული იყო. შეხვედრის ბოლოს სომხურ კომპანიებსა და ირანულ მხარეს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც უახლოეს მომავალში გადაიქცევა კონტრაქტებად და სომხურ კომპანიებს შეეძლებათ ოპერირება ჩაბაჰარის პორტში.

ნახეთ მეტი
Back to top button