პოლიტიკა

განიხილეს სამხედრო განათლების სფეროში თანამშრომლობის შესაძლებლობები

10-11 დეკემბერს ნატოს თავდაცვის კოლეჯის 145-ე   უფროსკურსელები საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელის, გენერალ-ლეიტენანტი მაქს არტურ ნილსენის ხელმძღვანელობით სომხეთს ეწვივნენ.

თავდაცვის კოლეჯის ხელმძღვანელი სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-ლეიტენანტმა ედვარდ ასრიანმა მიიღო.

განიხილეს სამხედრო განათლების სფეროში თანამშრომლობის შესაძლებლობები და პერსპექტივები.

თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციულ კომპლექსში სომხეთის  თავდაცვის სამინისტროს, საგარეო საქმეთა სამინისტროს და მინისტრთა საბჭოს წარმომადგენლებმა   ნატოს თავდაცვის  კოლეჯის სტუდენტებს ლექციები წაუკითხეს სომხეთის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში.

11 დეკემბერს სომხეთის  თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ეროვნულ სამეცნიერო-კვლევითმა  უნივერსიტეტმა უმასპინძლა  თავდაცვის კოლეჯის ხელმძღვანელს  მაქს არტურ ნილსენს, სადაც  ის გაეცნო საგანმანათლებლო დაწესებულების აქტივობებსა  და განხორციელებულ  პროგრამებს.

ნახეთ მეტი
Back to top button