საერთაშორისო

Bloomberg: რუსეთმა დაარწმუნა ასადი სირიიდან გაქცეულიყო, გაქცევა რუსულმა დაზვერვამ მოაწყო

რუსეთის ხელისუფლებამ დაარწმუნა სირიის ყოფილი პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი, რომ ის წააგებს ომს შეიარაღებულ დაჯგუფებებთან, რომლებსაც ჰაიათ თაჰრირ ალ-შამი ხელმძღვანელობს და შესთავაზეს უსაფრთხო ევაკუაცია, თუ ის დაუყოვნებლივ დატოვებს სირიას,  გვაცნობებს  Bloomberg-მა 11 დეკემბერს სამ წყაროზე დაყრდნობით.

სააგენტოს ორმა თანამოსაუბრემ განაცხადა, რომ ასადის გაქცევა რუსი დაზვერვის ოფიცრების მიერ იყო ორგანიზებული. მათივე თქმით, დაზვერვის ოფიცრებმა სირიაში რუსული ავიაბაზის გამოყენებით  გამოიყვანეს ასადი. ერთ-ერთმა წყარომ განაცხადა, რომ ტრანსპონდერი გამორთული იყო ასადის თვითმფრინავში, რათა თავიდან აეცილებინათ თვალთვალი.

რუსეთის პრეზიდენტმა   ვლადიმერ პუტინმა მოსთხოვა  გაერკვიათ, თუ   რატომ ვერ შეამჩნიეს რუსეთის სადაზვერვო სამსახურებმა ასადის რეჟიმისთვის მზარდი საფრთხე, სანამ გვიან არ იყო, თქვა კრემლთან დაახლოებულმა წყარომ.

როგორც Bloomberg -ი აღნიშნავს, თავდაპირველად სირიაში რუსული ჯარები თავს დაესხნენ სირიის შეიარაღებულ დაჯგუფებებს, ცდილობდნენ მათთვის  უკან დაეხევინებინათ  და ასადის ძალები  გაეძლიერებინათ. მ აგრამ რადგან სირიის სამთავრობო ძალებმა “დიდი წინააღმდეგობა არ გაუწიეს” და დაჯგუფებებმა,  რომლებმაც ალეპო და ჰამა დაიპყრეს, დაიწყეს წინსვლა სტრატეგიული ქალაქ ჰომსისკენ, რუსეთი მივიდა დასკვნამდე, რომ მას არ შეეძლო ასადის რეჟიმის დაცვა – აღნიშნავენ წყაროები.  

ნახეთ მეტი
Back to top button