The National Interest: დასავლეთი შესაძლოა უკრაინისთვის ბირთვული იარაღის გადაცემის გზას გაადგეს

ნატომ შესაძლოა „გიჟური“ გადაწყვეტილება მიიღოს B-61 თერმობირთვული ბომბების განთავსებაზე პოლონეთში ან უკრაინაში, ნათქვამია ამერიკული ჟურნალის The National Interest-ის სტატიაში.
ჟურნალის ცნობით, მას შემდეგ, რაც აშშ-მ და მისმა ნატოელმა მოკავშირეებმა “უარი თქვეს უკრაინის კონფლიქტის განმუხტვის ყველა გზაზე” და გადაწყვიტეს მისი ტერიტორიიდან რუსეთის ღრმად დარტყმა, პოლონეთისა და უკრაინისათვის ბირთვული იარაღის მიწოდების პერსპექტივა შეიძლება სერიოზული იყოს.
აღნიშნულია, რომ ასეთი განვითარების შემთხვევაში, დიდი ალბათობით მოხდება B-61 ატომური ბომბების გადატანა, ამავე დროს, მასალაში ხაზგასმულია, რომ ნატოს ბირთვული არსენალის განლაგების იდეა უკრაინის ტერიტორიაზე, რომელიც არ არის ალიანსის წევრი, ან მისი გადატანა კიევში “არსებითად ეს სიგიჟეა”.
გაზეთი იხსენებს, რომ პოლონეთმა ადრე გამოაცხადა მზადყოფნა ამერიკული F-35 Lightning II მოიერიშე თვითმფრინავების ფლოტის B-61 მოდიფიკაციის ბირთვული იარაღით აღჭურვის შესახებ. გამოცემის ცნობით, 1960-იანი წლების დასაწყისში შეერთებულ შტატებში შემუშავებული B-61 თერმობირთვული ბომბი მიეწოდებოდა ბელგიას, გერმანიას, იტალიას, ნიდერლანდებსა და თურქეთს. მისი გადატანა შესაძლებელია ამერიკული B-2 Spirit, F-15E და F-35 თვითმფრინავებით.







