პოლიტიკა

ოფიციალური პირები სომხეთ -ევროკავშირის ვიზების ლიბერალიზაციის შესახებ დიალოგის ფარგლებში შეხვდნენ

11 დეკემბერს ერევანში სომხეთ-ევროკავშირის  ვიზების ლიბერალიზაციის შესახებ დიალოგის ფარგლებში მაღალი თანამდებობის პირების შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე განიხილეს დოკუმენტების უსაფრთხოების, საზღვრისა და მიგრაციის მართვის, მობილობისა და თავშესაფრის, კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვის სფეროებში განხორციელებული რეფორმები, რომლებსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ვიზალიბერალიზაციის პროცესში.  საუბარი ასევე შეეხო ევროკავშირის შემდგომ მხარდაჭერას დაგეგმილი რეფორმების განხორციელებაში.

მხარეებმა დაადასტურეს, რომ პროცესი არსებითია და მისი დასრულების მექანიკური ვადა არ არსებობს. მაღალი თანამდებობის პირები შეთანხმდნენ, რომ ვიზალიბერალიზაციის პროცესში შემდეგი ნაბიჯები  განხორციელდება 2025 წელს. 

ნახეთ მეტი
Back to top button