პოლიტიკა

სომხეთსა და იტალიას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის 2025 წლის პროგრამას მოეწერა ხელი

12 დეკემბერს, სრ  თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციულ კომპლექსში სომხეთ-იტალიის თავდაცვის სფეროში მორიგი კონსულტაციები გაიმართა, რომელსაც ხელმძღვანელობდნენ თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის პოლიტიკისა და საერთაშორისო თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსი ლევონ აივაზიანი და იტალიის შეიარაღებული ძალების საერთაშორისო თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსი  პოლკოვნიკი მატია ზუზი.

 ინფორმაციას სომხეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

კონსულტაციების დროს განიხილეს 2024 წელს თანამშრომლობის მიმართულებით გაწეული სამუშაოები და დაიგეგმა მომავალი წლის აქტივობები. მხარეებმა კმაყოფილება გამოთქვეს თანამშრომლობის მიმდინარეობით, რომელიც ბოლო წლებში ფართოვდება, ახალი სფეროების ჩათვლით. ლევონ აივაზიანმა კოლეგებს ჯარის ტრანსფორმაციის სამუშაოების მიმდინარეობა გააცნო. ასევე, მოსაზრებები გაცვალეს რიგ რეგიონულ და საერთაშორისო საკითხებზე. კონსულტაციების შედეგად, ხელი მოეწერა სომხეთსა და იტალიას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის პროგრამას  2025 წლისათვის, რომელიც მოიცავს გამოცდილების გაცვლის, სხვადასხვა მიმართულებით სწავლების, სამხედრო განათლებისა და სხვა მიმართულებების ღონისძიებებს.

ნახეთ მეტი
Back to top button