პოლიტიკა

მოსკოვი იმედოვნებს, რომ ნიკოლ ფაშინიანი დსთ-ს ქვეყნების ლიდერების შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას    –    გალუზინი

 რუსული მხარე იმედოვნებს, რომ სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი დეკემბრის ბოლოს სანქტ-პეტერბურგში დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) ლიდერების არაფორმალურ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ „ნოვოსტი“ ციტირებს რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის მიხეილ გალუზინის სიტყვებს: „იმედი გვაქვს, რომ ყველა, ვინც ჩვენ მოვიწვიეთ, ჩამოვა სანქტ-პეტერბურგში, მათ შორის ნიკოლ ფაშინიანიც. ვნახოთ, რა იქნება იქ“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

მანამდე რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა ასევე განაცხადა, რომ სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს ელიან დსთ-ს   ქვეყნების ლიდერების არაფორმალურ შეხვედრაზე.

ნახეთ მეტი
Back to top button