საერთაშორისო

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვატიკანის წარმომადგენლთან შეხვედრისას  ტყუილები არ დაზოგა  

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა წმინდა საყდრის სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის საკითხებში არქიეპისკოპოსი პოლ რიჩარდ გალაჰერი მიიღო.

როგორც აზერბაიჯანული მედია ამ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება, ჯეიჰუნ ბაირამოვმა არქიეპისკოპოს პოლ რიჩარდ გალაჰერთან ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივები, რეგიონული და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხები განიხილა.

„ჩემს კოლეგას წარვუდგინე მიმდინარე სამშვიდობო პროცესის  გამოწვევები, მათ შორის პოსტკონფლიქტური რეკონსტრუქციისა და სამშვიდობო დღის წესრიგი, ნაღმების საფრთხე, მიმდინარე ტერიტორიული პრეტენზიები და სომხეთის მასიური მილიტარიზაცია“, – თქვა მინისტრმა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში. .

შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანი თავდაცვისთვის ბიუჯეტის მეხუთედზე მეტის დახარჯვას აპირებს, ამავდროულად სომხეთს “მილიტარიზაციაში” ადანაშაულებს. სომხეთის ტერიტორიის ორი მესამედის პრეტენზიას და მას „დასავლეთ აზერბაიჯანს“ უწოდებს, ბაქო სომხეთს ტერიტორიულ პრეტენზიებში ადანაშაულებს.

ნახეთ მეტი
Back to top button