პროთურქულ ძალებსა და ქურთებს შორის კონფლიქტი შესაძლოა სირიაში სამოქალაქო ომში გადაიზარდოს. WP:

სირიაში ბაშარ ასადის ხელისუფლების დაცემის შემდეგ პროთურქული და პროქურთული ძალების მონაწილეობით შესაძლოა სამოქალაქო ომი დაიწყოს. ამის შესახებ მოსაზრება გამოთქვა გამოცემა Washington Post-მა.
მისი შეფასებით, ქურთების დამოუკიდებლობის გამოცხადების მცდელობას გადამწყვეტ წინააღმდეგობას გაუწევს სირიის ახალი ხელისუფლება და შეუძლია „კიდევ უფრო ღრმად ჩაითრიოს ანკარა [პრობლემებში] სირიაში და ხაფანგში მოაქციოს ამერიკული ჯარები“, რომლებიც განლაგებულია ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთში.
გაზეთის ცნობით, შენარჩუნდება სირიის ოპოზიციის დაყოფის რისკები, ასევე გაგრძელდება ისრაელის, თურქეთისა და აშშ-ის ჩარევა არაბული რესპუბლიკის საქმეებში. პროთურქული ჯგუფების შემდგომი თავდასხმა, სავარაუდოდ, აიძულებს ქურთისტანის ძალებს უკან დახევას, რაც საფრთხეს შეუქმნის ამერიკელი სამხედროების ყოფნას სირიაში.
სირიის პროვინციების დიდ ნაწილს დეირ ეზ-ზორს, რაქას და ჰასაკეს, რომლებიც მდებარეობს აღმოსავლეთით და ჩრდილო-აღმოსავლეთით, ამჟამად აკონტროლებს ქურთული “სირიის დემოკრატიული ძალები”, რომლებსაც შეერთებული შტატები უჭერს მხარს. 2015 წლიდან ამერიკის სარდლობამ ამ რეგიონში ცხრა სამხედრო ბაზა შექმნა. ქურთები აკონტროლებენ სირიის ტერიტორიის 25 პროცენტს.







