ეკონომიკამთავარი

2024 წლის 10 თვის განმავლობაში სომხეთსა და EAEU-ს შორის სავაჭრო ბრუნვამ 11 მილიარდ დოლარს გადააჭარბა

სომხეთის ექსპორტი ევრაზიის ეკონომიკური კავშირის (EEU) ქვეყნებში 2015 წლიდან  2023 წლამდე 300 მილიონი დოლარიდან 3400 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. ამის შესახებ სომხეთის ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ნარეკ ჰოვაკიმიანმა ეროვნული ასამბლეის რეგიონული და ევრაზიული ინტეგრაციის მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ჰოვაკიმიანმა აღნიშნა, რომ სომხეთსა და ევრაზიის ეკონომიკური ორგანიზაციის  წევრ ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვამ მხოლოდ 2024 წლის ათი თვის განმავლობაში 11 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.

„ჩვენ შეგვიძლია დავაფიქსიროთ ეს, როგორც საკმაოდ კარგი შედეგი“, – განაცხადა მან.

სომხეთიდან ამ ქვეყნებისკენ  ძირითადი საექსპორტო პროდუქტებია  ღვინო, კონიაკი, სოფლის მეურნეობის პროდუქტები, ასევე სამრეწველო და ტექნოლოგიური პროდუქტები.

როგორც ჰოვაკიმიანმა თქვა,  მნიშვნელოვანი როლი მიეკუთვნება  ტექსტილის წარმოებასაც, სექტორმა დააფიქსირა მნიშვნელოვანი ზრდა და ის განსაკუთრებით მოთხოვნადია რუსეთის ფედერაციის ბაზარზე, რომელსაც  150 მილიონი   მომხმარებელი ჰყავს. ყოველივე ეს  ახალ  ადგილობრივ  შესაძლებლობებს  ქმნის მწარმოებლების, ექსპორტიორებისა და ეკონომიკის სხვადასხვა სექტორებისთვის.

ნახეთ მეტი
Back to top button