მთავარიპოლიტიკა

სრ ეროვნული კრების თავმჯდომარემ და ინდოეთის პარლამენტის ქვედა პალატის თავმჯდომარემ განიხილეს საკითხების ფართო სპექტრი.

ოფიციალური ვიზიტით ინდოეთში მყოფი სომხეთის დელეგაცია, ეროვნული კრების თავმჯდომარის, ალენ სიმონიანის ხელმძღვანელობით შეხვდა ინდოეთის პარლამენტის ქვედა პალატის (ლოკ საბჰას) თავმჯდომარეს ომ ბირლას და აღნიშნა, რომ ამ ვიზიტით გაიხსნება ახალი პერსპექტივები ორმხრივ ურთიერთობებში.

ალენ სიმონიანმა ასევე მადლობა გადაუხადა კოლეგას გულთბილი მიღებისთვის და ხაზი გაუსვა, რომ მსგავსი კონტაქტები მნიშვნელოვანია სომხეთ-ინდოეთის ურთიერთობების გაღრმავებისთვის.

მხარეებმა განიხილეს ორი ქვეყნის საპარლამენტთაშორისო ურთიერთობებთან დაკავშირებული საკითხების ფართო სპექტრი, ასევე ისაუბრეს ორმხრივ ურთიერთობებსა და ინტერესებთან დაკავშირებულ სხვა თემებზე.

სრ ეკ-ის თავმჯდომარემ ინდოეთის პარლამენტის შენობაში თვალყური ადევნა სხდომების მსვლელობას და ჩანაწერი გააკეთა საპატიო სტუმრების რეესტრში.

ნახეთ მეტი
Back to top button