პოლიტიკა

ბერძნულმა პერიოდულმა გამოცემამ „ეთნოსმა“ გამოაქვეყნა ვრცელი სტატია სომხეთის ინიციატივის „მშვიდობის გზაჯვარედინი“  შესახებ.

ბერძნულმა პერიოდულმა გამოცემამ „ეთნოსმა“ გამოაქვეყნა ვრცელი სტატია სომხეთის ინიციატივის „მშვიდობის გზაჯვარედინი“-სა და მისი რეგიონალური და საერთაშორისო მნიშვნელობის შესახებ.

„არმენპრესის“ ცნობით, სტატიაში აღნიშნულია, რომ  ეს სომხური ინიციატივა მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს რეგიონულ ინტეგრაციასა და ეკონომიკურ განვითარებას ჩრდილოეთ-სამხრეთის და აღმოსავლეთ-დასავლეთის სატრანსპორტო დერეფნების შეერთებით.

სტატიაში ხაზგასმულია, რომ სომხეთის, როგორც რეგიონული დამაკავშირებელი რგოლის პოზიცია მნიშვნელოვან პოტენციალს ხსნის.

„მშვიდობის გზაჯვარედინით“ იგეგმება სომხეთს, ირანს, თურქეთს, აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის კომუნიკაციის განვითარება, მათ შორის გზები და რკინიგზა, მილსადენები და ელექტროგადამცემი ხაზები. სტატიის მიხედვით, ინიციატივის ერთ-ერთი მთავარი მიზანია ძლიერი ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული კავშირებით წვლილი შეიტანოს რეგიონული მშვიდობის დამყარებაში.

სტატიაში ხაზგასმულია, რომ რეგიონში მშვიდობის დამყარება მოითხოვს ღია საზღვრებს და ინფრასტრუქტურის განვითარებას. საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი გერაპეტრიტისმა ასევე გამოხატა მხარდაჭერა ამ ინიციატივის მიმართ და განაცხადა, რომ “მშვიდობის გზაჯვარედინი” შეიძლება იყოს სამართლიანი და შესაძლებელი გადაწყვეტა რეგიონალური პრობლემებისთვის.

სტატიაში აღნიშნულია, რომ ინიციატივამ „მშვიდობის გზაჯვარედინი“ მიიღო მხარდაჭერა მრავალი ქვეყნისგან, მათ შორის აშშ-დან, ევროკავშირიდან, საფრანგეთიდან, საბერძნეთიდან, რუსეთიდან, გერმანიიდან და დიდი ბრიტანეთიდან. სტატიაში აღნიშნულია, რომ ამ ინიციატივას შეუძლია სამხრეთ კავკასია საერთაშორისო ვაჭრობისა და თანამშრომლობის ცენტრად აქციოს.

სტატიაში ასევე ხაზგასმულია სატრანსპორტო დერეფნების დივერსიფიკაციის მნიშვნელობა, რაც საშუალებას მისცემს სომხეთს დააკავშიროს შავი ზღვისა და სპარსეთის ყურის რეგიონები, გააფართოოს საავტომობილო ტრანსპორტის, მილსადენებისა და ელექტროგადამცემის შესაძლებლობები.

სტატიაში ნათქვამია, რომ სომხეთის ინიციატივას „მშვიდობის გზაჯვარედინი“ მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარებაში.

ნახეთ მეტი
Back to top button