ეკონომიკა

სომხეთის საგარეო სავაჭრო ბრუნვა 11 თვეში 54 პროცენტით გაიზარდა

სომხეთის საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2024 წლის იანვარ-ნოემბერში გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 54 პროცენტით გადააჭარბა.

“არმენპრესის” ცნობით, ამის შესახებ სომხეთის რესპუბლიკის სტატისტიკური კომიტეტი იტყობინება.

აღნიშნულ პერიოდში მან 28 მილიარდ 179,6 მილიონი დოლარი შეადგინა.

მიმდინარე წლის 11 თვეში იმპორტმა გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 41,5 პროცენტით გადააჭარბა და 15 მილიარდ 871,8 მილიონი დოლარი შეადგინა. ნოემბერში ოქტომბერთან შედარებით 12,8 პროცენტით, გასული წლის ნოემბერთან შედარებით 21,4 პროცენტით შემცირდა. მიმდინარე წლის ნოემბერში იმპორტი 1 მილიარდ 166,3 მლნ დოლარად არის შეფასებული.

იანვარ-ნოემბერში სომხური დრამის საშუალო კურსი აშშ დოლართან მიმართებაში 392,38, ნოემბერში კი 388,97 დრამი იყო.

ნახეთ მეტი
Back to top button