საზოგადოება

რუსეთი და აზერბაიჯანი ავიაკატასტროფის სისხლის სამართლის გამოძიებაში მონაწილეობას არ მიიღებენ

ყაზახეთი არ დაუშვებს რუსეთისა და აზერბაიჯანის სამართალდამცავ ორგანოებს მონაწილეობა მიიღონ აზერბაიჯანული ავიახაზების თვითმფრინავის ქალაქ აქტაუს მახლობლად მომხდარი ავიაკატასტროფის სისხლის სამართლის გამოძიებაში.

“არმენპრესის” ცნობით, როგორც “კაზინფორმი” იუწყება, ამის შესახებ ყაზახეთის ვიცე-პრემიერმა კანატ ბოზუმბაევმა განაცხადა.

„რუსეთისა და აზერბაიჯანის სამართალდამცავ ორგანოებს სისხლის სამართლის გამოძიებაში (ყაზახეთის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით) მონაწილეობის უფლება არ მიეცემათ, მაგრამ ავიაკატასტროფის გამოძიების უფლება მიეცემათ“, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა.

აზერბაიჯანის ავიახაზების Embraer 190 სამგზავრო თვითმფრინავი, რომელიც ბაქო-გროზნოს რეისს ახორციელებდა, 25 დეკემბერს ყაზახეთში, აქტაუს აეროპორტთან ჩამოვარდა. თვითმფრინავში 62 მგზავრი და ეკიპაჟის 5 წევრი იმყოფებოდა. დაიღუპა 38 ადამიანი, გადარჩა 29.

ნახეთ მეტი
Back to top button