ინიციატივა „მშვიდობის გზაჯვარედინზე“ გაზრდის „ჩრდილოეთ-სამხრეთის“ დერეფნის სომხური მონაკვეთის გამტარუნარიანობას – არზიბეკ კოჟოშევი

სომხეთმა წარმოადგინა ინიციატივა “მშვიდობის გზაჯვარედინზე”, რომლის მიხედვითაც დაგეგმილია სარკინიგზო და საავტომობილო კომუნიკაციებით მეზობელ ქვეყნებთან სატრანსპორტო კავშირის განვითარება, რაც გამოიწვევს დერეფან “ჩრდილოეთ-სამხრეთის” სომხური მონაკვეთის გამტარუნარიანობის გაზრდას.
ამის შესახებ “იზვესტია” -ს განუცხადა ევრაზიის ეკონომიკური კომისიის (EEC) ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა არზიბეკ კოჟოშევმა.
მისი თქმით, “ჩრდილოეთ-სამხრეთის” პროექტი ყველაზე მნიშვნელოვანია ევრზიის ეკონომკური კავშირის ქვეყნებისთვის. სომხეთმა წარმოადგინა ინიციატივა „მშვიდობის გზაჯვარედინზე“, რომლის მიხედვითაც იგეგმება მეზობელ ქვეყნებთან სატრანსპორტო კავშირის განვითარება სარკინიგზო და საავტომობილო კომუნიკაციებით“, – განაცხადა კოჟოშევმა.
მისი დაკვირვებით, მომზადებულია 2030 წლამდე ევრაზიის ეკონომიკური კავშირისა და დსთ-ს სატრანსპორტო დერეფნებში ერთობლივი საქმიანობის პროექტი. ის ითვალისწინებს დოკუმენტების მომზადებას და იმპლემენტაციას, რომლებიც ქმნიან ევრაზიის ეკონომიკურ კავშირს და დსთ-ს კანონმდებლობას ტრანსპორტის, ინფრასტრუქტურის, ლოჯისტიკის და საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნების სფეროში, რასაც სატრანსპორტო ინფრასტრუქტურისა და ზოგადად ტრანსპორტის განვითარების მიმართულებით მიჰყავს ხაზგასმით აღნიშნა და დასძინა, რომ გეგმის პროექტი ამჟამად დამტკიცების ეტაპზეა დსთ-ს ქვეყნებში, ისინი ელოდებიან დამტკიცების შედეგებს და უახლოეს მომავალში გეგმავენ მის ხელმოწერას.
მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ორგანიზაციის წევრიქვეყნები დიდ ყურადღებას უთმობენ „ჩრდილოეთ-სამხრეთის“ საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის განვითარებას, როგორც ტრანსპორტის განვითარების ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას მთელი გაერთიანებისთვის.







