მთავარიპოლიტიკა

ბაქოში უკანონოდ დაპატიმრებული არცახელი მოღვაწეების სასამართლო პროცესის თარიღი გამოცხადდა

სამშობლოდან მიგრაციის დროს ტყვედ ჩავარდნილი არცახის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმის განხილვის დღე გამოცხადდა.

როგორც იტყობინება APA, მოსამზადებელი სასამართლო სხდომა 17 იანვარს არის ჩანიშნული, სისხლის სამართლის საქმეზე საბრალდებო დასკვნა აზერბაიჯანის გენერალურმა პროკურორმა 16 დეკემბერს დაამტკიცა და განსახილველად ბაქოს სამხედრო სასამართლოს გადაუგზავნა. საქმე ბაქოს სამხედრო სასამართლოს მოსამართლეს, სასამართლოს თავმჯდომარეს ზეინალ აღაევს გადაეცა.

აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანის ტყვეობაში მყოფთა შორის არცახის სამხედრო და პოლიტიკური ხელმძღვანელობის 8 ყოფილი და მოქმედი წარმომადგენელია. ესენი არიან არცახის ყოფილი პრეზიდენტები: არკადი ღუკასიანი, ბაკო საჰაკიანი, არაიკ ჰარუთიუნიანი, საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი დავით ბაბაიანი, ასევე პარლამენტის თავმჯდომარე დავით იშხანიანი, არცახის შეიარაღებული ძალების ყოფილი სარდალი გენერალი ლევონ მნაცაკანიანი, გენერალი დავით მანუკიანი და არცახის ყოფილი სახელმწიფო მინისტრი რუბენ ვარდანიანი.

ნახეთ მეტი
Back to top button