პოლიტიკა

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა საქართველოში ვიზიტი გააუქმა

Netgazeti.ge წერს, კრიტიკის შემდეგ, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის (OSCE PA) პრეზიდენტმა პია კაუმამ საქართველოში 8-10 იანვარს დაგეგმილი ვიზიტი გააუქმა.

როგორც კაუმამ X-ზე დაწერა, ის საქართველოში ვიზიტისთვის უფრო შესაფერის დროს დაელოდება.

„დისკუსიებისა და გულმოდგინედ განხილვის შემდეგ, გადავწყვიტე საქართველოში ვიზიტი იმ დრომდე გადავდო, როდესაც ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ჩართულობა ყველაზე ეფექტური იქნება. ჩვენ მზად ვართ მოვუსმინოთ ყველას და შევთავაზოთ დახმარება ეუთო/ოდირის საარჩევნო რეკომენდაციების შესრულებაში“, — წერს პია კაუმა.

ნახეთ მეტი
Back to top button