
ევროპარლამენტში გერმანიის წარმომადგენელი დეპუტატი მარტინ სონებორნი აზერბაიჯანის საკომუნიკაციო სტრატეგიას უსირცხვილო და ღია სიცრუეზე დაფუძნებულად მიიჩნევს.
გერმანიის ევროპარლამენტარმა ბრიუსელში „არმენპრესის“ კორესპონდენტთან საუბრისას, ისაუბრა სომხეთის მიმართ აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის ბოლოდროინდელ აგრესიულ და მუქარის შემცველ განცხადებებზე. მან განაცხადა, რომ ალიევის მიზანი თავისუფლებისა და დემოკრატიის განადგურებაა, მაგრამ მან წარმატებას არ უნდა მიაღწიოს.
„აზერბაიჯანის საკომუნიკაციო სტრატეგია, როგორც ყოველთვის, ღია სიცრუესა და უსირცხვილო პროპაგანდას ეფუძნება. როგორც ნამდვილი ფაშისტი, ალიევის მიზანი თავისუფლებისა და დემოკრატიის განადგურებაა. მან ეს გააკეთა არცახში, ახლა კი ემუქრება სომხეთს. მან არ უნდა მიაღწიოს წარმატებას“, – განაცხადა ევროპარლამენტის წევრმა მარტინ სონებორნმა.







