საზოგადოება
კარდაშიანები ლოს-ანჯელესში ხანძრის წინააღმდეგ მებრძოლ მეხანძრეებს სომხური რესტორნის მეშვეობით აწვდიან საკვებს

კარდაშიანები ლოს-ანჯელესში ხანძრის წინააღმდეგ მებრძოლ მეხანძრეებს საკვებს აწვდიან სომხური რესტორნის Carousel-ის მეშვეობით. ამის სესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდა რესტორნის ინსტაგრამის გვერდზე.
„დღეს სახანძრო სამსახურებს სიამაყით მივაწოდეთ საკვები. მადლობა ჩვენს წევრებს თავიანთი თემისადმი ერთგულებისთვის. განსაკუთრებული მადლობა კარდაშიანების ოჯახს საკვების შემოწირულობისთვის.
შეგახსენებთ, რომ კალიფორნიაში გამძვინვარებული ტყის უზარმაზარი ხანძრის გამო ჰოლივუდის ბევრი ცნობილი ადამიანის სახლი ნანგრევებად იქცა.
მეხანძრეები აგრძელებენ ბრძოლას ჯოჯოხეთურ პირობებში სულ მცირე ხუთი სხვადასხვა ხანძრის წინა ხაზზე.







